ჩვენ შესახებ

ევროკავშირი საქართველოს სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარებას ხელს უწყობს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის დახმარებით. საქართველოში პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება და მის მიზანს სოფლად სიღარიბის შემცირება წარმოადგენს.

    ა()იპ დედოფლისწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფილაგი (LAG) შეიქმნა ევროკავშირის ENPARD-2 პროგრამის ფარგლებში, რომელმაც 4 წლიანი პროექტის ,,სამოქალაქო ჩართულობა ეკონომიკური განვითარებისთვის“- ფარგლებში, HEKS-EPER Georgia-სა და ,,ელკანასთანერთად, ევროპული ,,LEADER“ მიდგომის  გამოყენებით, გამოაცხადა 4 საგრანტო კონკურსი, განიხილა 500-მდე პროექტი  და გადაწყვეტილება მიიღო 110 სოციალური და ბიზნეს პროექტის დაფინანსებაზე, რითაც ხელი შეუწყო მუნიციპალიტეტში ახალი ბიზნეს ობიექტების და სერვისების შექმნას, არსებულის გაუმჯობესებას და 300-მდე ადამიანის დასაქმებას.

     პროექტმა „PROCEED”, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს, 2016-2020 წწ, სარგებელი  სამი ძირითადი მიმართულებით მოუტანა:

დაფინანსდა ბიზნეს იდეები სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროში, ხელი შეეწყო მცირე ბიზნესის განვითარებას და დივერსიფიკაციას;

მუნიციპალიტეტის მასშტაბით, გაძლიერდა სოციალური მომსახურების სფეროები (მედიცინა, განათლება, კულტურა  და  სპორტისხვა მუნიციპალური სერვისები/მომსახურება);  

პროექტის ინიციატივითა და ხელშეწყობით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, შეიქმნა ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფი      (LAG), რომელიც  დღეს მუნიციპალიტეტისათვის საჭირო და სასარგებლო გადაწყვეტილებების მიმღებად გვევლინება ადგილობრივ მმართველობასთან ერთად. ეს გახლავთ ჯგუფი, რომელიც მუდმივად იღვწის მუნიციპალიტეტის საჭიროებების გამოსავლენად და ცდილობს აღმოჩენილი ხარვეზების გამოსწორებას

მოსახლეობის 60% –მა დაადასტურა, რომ პროექტმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მათი ცხოვრების უკეთესობისაკენ შეცვლაში და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.